რეალ მადრიდში ტრავმების ეპიდემია გრძელდება — ბოლო ტურში, ატლეტიკო მადრიდთან დაპირისპირების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგა. საუბარია
ლუკას ვასკესზე, რომელმაც კუნთის დაზიანება მიიღო და გუნდს 3 კვირამდე დააკლდება.

ესპანელი ფეხბურთელი ამ დაზიანების გამო რეალ მადრიდს, ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ დაეხმარება. 33 წლის განაპირა მცველი მანჩესტერ სიტისთან ორივე მატჩს გამოტოვებს.
შეგახსენებთ რეალ მადრიდის ტრავმირებულ სხვა ფეხბურთელებს: ანტონიო რუდიგერი, დანი კარვახალი, ედერ მილიტაო, დავიდ ალაბა.