"რატომ ვთამაშობ 81 ნომრით?" - რასპადორის კომენტარი

"18 ჩემი საყვარელი ნომერია, რადგან ამ დღეს დავიბადე. პირველად, ნაპოლიში რომ მოვედი, 8-ნომრიანი მაისური შემომთავაზეს, შემდეგ კი 81 ვარჩია.
8 და 1 ჩემთვის მნიშვნელოვანი ციფრებია, 081 კი ნეაპოლის ოფიციალური კოდია, მე კი, საბოლოოდ, 81-ნომრიანი მაისურით თამაში გადავწყვიტე.
იტალიის ნაკრებში 10 ნომერი ხშირად მაცვია. კარგად ვიცით, რას ნიშნავს იტალიელებისთვის მათი ეროვნული ნაკრები, ეს ნომერი კი მათ ისტორიაში დიდ დატვირთვას ატარებს", - განაცხადა რასპადორიმ.







