როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის რეალმა პენალტების სერიაში მანჩესტერ სიტი დაამარცხა. ესპანური გუნდის მხრიდან 11-მეტრიანები შეასრულეს ლუკა მოდრიჩმა, ჯუდ ბელინგემმა, ლუკას ვასკესმა, ნაჩო ფერნანდესმა და ანტონიო რუდიგერმა. კარლო ანჩელოტის შვილმა, დავიდემ განაცხადა, რომ თავდაპირველად "სამეფო კლუბს" სხვა ვარიანტი ჰქონდა.
"პენალტების დამრტყმელთა სიაში თავდაპირველად მოიაზრებოდნენ ვალვერდე და მილიტაოც, თუმცა თავი შეიკავეს. მათ თხოვნას მოვეკიდეთ გაგებით, ფედე ძალიან გადაღლილი იყო, ედერი კი მიიჩნევდა, რომ ედერსონი მის დარტყმას მარტივად წაიკითხავდა. ბრაზილიელი მოთამაშეები ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ.
რაც შეეხება უკანასკნელ პენალტს, თავიდანვე რუდიგერს განვიხილავდით. ის არის თავდაჯერებული და გაბედული, სწორედ ასეთი ფეხბურთელი იყო საჭირო", - განაცხადა იტალიელმა ასისტენტმა.