პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ბრედლი ბარკოლას გუნდიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
მოგეხსენებათ, ბარკოლამ პარიზული გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვა და ლივერპულში გადავიდა.
"ლიონიდან პსჟ-ში გადმოსვლის შემდეგ ბარკოლა ძალიან განვითარდა. მისმა კარგმა თამაშებმა გუნდის წარმატებაზე დიდი გავლენა იქონია.
მას სურდა, რომ პსჟ-ში უფრო დიდი როლი და მეტი სათამაშო დრო ჰქონოდა, ამის გარანტიას კი ვერ მივცემდი და ამიტომ წავიდა გუნდიდან.
ვფიქრობ, ეს სიტუაცია ორივე მხარისთვის მისაღებია. პატივს ვცემ ამ გადაწყვეტილებას და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. ბედნიერები ვართ, რომ ახალ სეზონს ახალი შემადგენლობით ვიწყებთ“. - განაცხადა ენრიკემ.












