საუდის არაბეთის ჩემპიონატის გასულ ტურში, ალ-ნასრის პორტუგალიელმა ლიდერმა კრიშტიანო რონალდუმ მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს უხამსი ჟესტით მიმართა.
ამის გამო, რონალდუ შესაძლოა სადისციპლინო კომიტეტმა რამდენიმემატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რონალდუს შესაძლო დისკვალიფიკაციის შესახებ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა თავის ქმედებაზე კომენტარი გააკეთა:
"ყველა კლუბს პატივს ვცემ. ჟესტი, რომელიც ამ კადრებშია ძალასა და გამარჯვებას გამოხატავს და ამაში სამარცხვინო არაფერია. ჩვენ ამას ევროპაში მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა რონალდუმ.
რონალდუს დასჯასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ამ კვირაში იქნება მიღებული.