ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველი ტურის შეხვედრა პსჟ-სა და სლოვან ბრატისლავას შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
ამ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყო და ლუის ენრიკეს საერთოდ არ შეუყვანია.
"რატომ არ ვათამაშე კვარაცხელია? - ჩემი სახით, მხოლოდ ერთი ადამიანი წყვეტს, თუ ვინ უნდა ითამაშოს კონკრეტულ მატჩში. ვცდილობ, საუკეთესო მოთამაშეები ავარჩიო.
კვარა და დუე საოცარი ფეხბურთელები არიან. ჩემთვის, კვარა არის მოთამაშე, რომელსაც წელს ოქროს ბურთის მოგება შეუძლია.
იგივეს ვიტყოდი ვიტინიაზე, ფაბიან რუისზე, დემბელეზე. მესმოდა, როგორ მღეროდნენ გულშემატკივრები "Ousmane Ballon d'Or"-ს. როცა 30 ნომინანტიდან უმრავლესობა პსჟ-ს ფეხბურთელია, ეს დიდი მიღწევა და მოტივაციაა", - განაცხადა ენრიკემ.












