იან რაიტმა ჰკითხა როი კინს, თუ რა დანიშნულებით აიღო მან მანჩესტერ იუნაიტედში მე-16 ნომერი. ლეგენდარულმა კაპიტანმა გაიხსენა, რომ ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ, სერ ალექს ფერგიუსონი 7 ნომერს სთავაზობდა სწორედ ირლანდიელ შუახაზელს, მაგრამ მან უარი განაცხადა.
"რატომ მაინც და მაინც 16? როდესაც მანჩესტერში მივედი, მომცეს სავარჯიშო მაისური აღნიშნული ნომრით. როდესაც ნომრის არჩევაზე მიდგა საქმე, გადავწყვიტე რომ აღარ შემეცვალა. კანტონას წასვლის შემდეგ, ფერგიუსონს უნდოდა, რომ მისი 7 ნომერი ამეღო მე, მაგრამ უარი განვაცხადე. ბექჰემის ვარიანტი შევთავაზე.
სერ ალექსი იყო უარზე, რადგან მას სურდა, რომ ერიკის შემდეგ, მისი ნომერი აეღო ისეთ ფეხბურთელს, რომელიც ლიდერული თვისებებით იქნებოდა გამორჩეული. შოტლანდიელი სპეციალისტი იყო დევიდის კატეგორიული წინააღმდეგი, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა, რომ 7-იანი მაინც მას ერგო", - იხსენებს იუნაიტედის ყოფილი კაპიტანი.