ცოტა ხნის წინ, ესპანეთის ნაკრების მთავარამ მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ იმ ფეხბურთელების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
ისტორიაში პირველად, სამუნდიალე განაცხადში მადრიდის რეალის არცერთი ფეხბურთელი არ მოხვდა, რაზეც დე ლა ფუენტემ განმარტება გააკეთა.
"რატომ არ არის ნაკრებში არცერთი რეალის ფეხბურთელი? ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვარ და არ ვუყურებ, ვინ რა გუნდში თამაშობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებშია გამოძახებული, მზად იყოს სათამაშოდ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ გუნდში თამაშობს ის.
ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახება რთული პროცესია. თვეების განმავლობაში 60-70 ფეხბურთელის მონიტორინგს აწარმოებ, ნელ-ნელა ეს სია მცირდება და საბოლოო შედეგამდე მიდიხარ.
ფეხბურთელები ნაკრებში გამოძახების შესახებ სიის გამოქვეყნების შემდეგ იღებენ ინფორმაციას, იქამდე მათთან კომუნიკაცია არ მაქვს" - განაცხადა დე ლა ფუენტემ.







