საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და პარი სენ ჟერმენის თავდამსხმელი, რანდალ კოლო მუანი დიდი ალბათობით კარიერას იტალიაში გააგრძელებს.
პსჟ-ს და იუვენტუსს შორის შეთანხმება შედგა — 26 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბში იჯარის წესით ითამაშებს და სეზონის ბოლოს, ბიანკონერის მისი გამოსყიდვის უფლება ექნება. გარდა ამისა, მის ხელფასს სრულად იუვენტუსი გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ კოლო მუანი პსჟ-ში 2023 წელს აინტრახტიდან გადავიდა. მან პარიზული კლუბის მაისურით 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 11 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გაიფორმა.