ლივერპულის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა შეაჯამა 2024 წელი და ამის გარდა, 2025 წელზე პროგნოზებიც გააკეთა. ვეტერანი სპეციალისტის თქმით, ჩემპიონთა ლიგას მიმდინარე სეზონში ერთდროულად რამდენიმე ფავორიტი ჰყავს.
"2024 იყო ანჩელოტის რეალის, ინძაგის ინტერის, გუარდიოლას მან სიტის, ალონსოს ლევერკუზენისა და გასპერინის ატალანტას წელი. ჩემი აზრით, მადრიდელები, მილანელები და ბერგამასკები 2025 წელს თავის დომინირებას გააგრძელებენ. ასევე უნდა გამოვარჩიო ლივერპული, რომლის უყურადღებოდ დატოვება უბრალოდ შეუძლებელია.
საინტერესო იქნება ნაპოლიც, რომელიც კონტეს ხელში გაცოცხლდა. გამოცდილი მწვრთნელის ხელი ამ გუნდს მომენტალურად დაეტყო. ბევრი საუბარია მანჩესტერელთა ცუდი ფორმის შესახებაც, მაგრამ მე ნაადრევი დასკვნების გამოტანა არ მინდა. არ ღირს იმ გუნდის ჩამოწერა, რომელმაც ყველაფერი მოიგო", - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.