L’Equipe-მა ოქროს ბურთის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია გავიდა მე-12 ადგილზე და საამისოდ მას 124 ქულა დასჭირდა. ქართველი ვინგერი სულ რაღაც 1 ქულით ჩამორჩა პედრი გონსალესს, რომელიც მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.
პარის სენ-ჟერმენის გარემარბის უახლოესი მდევარი არის ჰარი კეინი, რომელიც 112 ქულით მე-13 ადგილზე აღმოჩნდა. ის არის უკანასკნელი მოთამაშე, რომელმაც 2025 წლის ბალონ დორის გამოკითხვაში 100-ქულიან ზღვარს გადააბიჯა. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა 10-ეული და მათი ქულები.
Ousmane Dembélé a remporté le Ballon d'Or 2025 avec 1380 points !
— L'Équipe (@lequipe) September 26, 2025
Le classement complet : https://t.co/5WYKKSf6MY #ballondor pic.twitter.com/c6RVB5xmXQ






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





