გუშინ გამართული მატცი ინტერ მაიამისა და ნეკაქსას შორის, ფლორიდელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მატჩის მე-11 წუთზე ტრავმის გამო მოედანი მაიამის მთავარმა ლიდერმა ლეო მესიმ დატოვა.
ინტერ მაიამის ოფიციალური გვერდი მესის ტრავმაზე უახლოეს ინფორმაციას ავრცელებს:
"მესიმ სამედიცინო კვლევა ჩაიტარა კუნთოვანი დისკომფორტის ხარისხის შესაფასებლად, რომელიც მან გუშინ გამართულ შეხვედრაში იგრძნო.
შედეგებმა მარჯვენა ფეხის მცირე კუნთის ტრავმა დაადასტურა. მესის დაბრუნების დრო მისი მკურნალობის პროგრესზე იქნება დამოკიდებული", - წერია გაცხადებაში.








