საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძე კონტრაქტი გაახანგრძლივა - 41 წლის სპეციალისტმა ფეხბურთის ფედერაციასთან 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობას ითვალისწინებს.
რამაზ სვანაძემ საქართველოს 21 წლამდელთან ნაკრები 2021 წლის თებერვალში ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 10-ში გაიმარჯვა, 4-ჯერ დამარცხდა, ხოლო 6 შეხვედრა ფრედ დაასრულა.
2023 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე პირველ ადგილზე გავიდა და 1/4 ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა, სადაც ისრაელთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.