მატჩის შემდეგ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა:
ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ერთხელ თამაშია, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ.
გასვლითი თამაში სირთულეებთანაა დაკავშირებული და ახლა იმაზე ვართ კონცენტრირებულნი, რომ ძალები მალე აღვიდგინოთ. აზაროვის ტრავმა პირველადი შეფასებით მძიმე არ ჩანს, მაგრამ ხვალამდე უნდა მოვიცადოთ.
ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ შედეგი კარგია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ფეხბურთელს სათამაშო დროის დეფიციტი აქვს. სიგუა ჩვენთვის ძალიან დიდი ძალაა. ტრავმის გამო დიდი პაუზა ჰქონდა, შევეცდებით მისი სათამაშო დრო, თანდათან გავზარდოთ.
ვიცოდით, რომ ხორვატიას კარგი მოთამაშეები ჰყავდა, კარგად ვიცოდით, რომ რთულ მეტოქესთან მოგვიწევდა თამაში, მაგრამ ერთიანი ძალებით ბევრი რამის მიღწევაა შესაძლებელი."










