პორტუგალიასთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა გააკეთა.
"მატჩის წინ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ეთამაშეთ თავისუფლად და მიეღოთ სიამოვნება. ჩვენი მიზანი ბურთით რაც შეიძლება დიდხანს თამაში იყო. ზოგს გავახსენე, როგორ თამაშობდნენ ისინი 15-16 წლის ასაკში.
ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. არამხოლოდ დღევანდელი, არამედ თურქეთთან და ჩეხეთთან ჩატარებული თამაშების გამოც.
სიმართლე გითხრათ, მომავალ მეტოქეზე არც კი მიფიქრია. ესპანეთი ჯგუფური ეტაპის საუკეთესო გუნდი იყო, რაც ჩვენთვის დიდი გამოწვევაა. უნდა მოვემზადოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.
ბოლო წამამდე არაფერი იყო გადაწყვეტილი და სანამ საფინალო სასტვენი არ გავიგე, გამარჯვება არ მეჯერა", - განაცხადა სანიოლმა.