მას შემდეგ, რაც უეფამ ახალი სეზონის წინ, ევროტურნირებზე გუნდების რაოდენობის გაზრდა გადაწყვიტა, რამდენიმე ჩემპიონატმა დამატებითი ადგილები მიიღო. მაგალითისთვის, იტალიის სერია ა-დან და გერმანიის ბუნდესლიგიდან 5-5 გუნდი იქნება წარმოდგენილი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში, თუმცა იტალია აქ გაჩერებას არ აპირებს.
იმ შემთხვევაში, თუ დღეს ფიორენტინა კონფერენს ლიგის მოგებას მოახერხებს, კალჩოს მომდევნო სეზონში, უეფას სამივე ტურნირზე არც მეტი, არც ნაკლები 9 გუნდი ეყოლება წარმოდგენილი. ამ შემთხვევაში მე-9 გუნდი ტორინო გახდება.
ჩემპიონთა ლიგა: ინტერი, მილანი, იუვენტუსი, ატალანტა, ბოლონია;
ევროპა ლიგა: რომა, ლაციო, ფიორენტინა;
კონფერენს ლიგა: ტორინო;
შესაბამისად, დღეს ფიორენტინას არა მხოლოდ ფლორენცია, არამედ ნახევარი ტურინიც უგულშემატკივრებს.