ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა ისაუბრა თავისი შეგირდის, მოჰამედ სალაჰის შესახებ. შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრი მითქმა-მოთქმაა იმასთან დაკავშირებით, დარჩება თუ არა ეგვიპტელი ფორვარდი "წითლებში". თავად ფეხბურთელის სიტყვებით, ის წასვლასთან უფრო ახლის არის, ვიდრე დარჩენასთან.
"სალაჰის მომავალი? ამ საკითხზე საუბრობენ გულშემატკივრები და ჟურნალისტები, რაც ნორმალურია. ფეხბურთელებს კი სხვა საფიქრალი აქვთ. ჩვენს ვარჯიშებს რომ დაესწროთ, აღმოაჩენთ იმას, რომ ამ თემაზე არავინ საუბრობს. ჩვენი საფიქრალი არის უახლოესი მატჩი და კონცენტრაციის დაკარგვა არ გვსურს.
იგივე შემართებით არის თავად მოჰამედიც, რომელიც მხოლოდ რეალთან შეხვედრაზე ფიქრობს. ლივერპულში ყველაფერი კარგად არის, ზედმეტი საუბრები კი ყოველთვის იქნება", - განაცხადა ნიდერლანდელმა დამრიგებელმა ეგვიპტელი ფორვარდის მომავლის შესახებ.