რა ხდება კილიან მბაპეს საქმეზე? — შვედეთის პროკურატურის განაჩენი ცნობილია

შვედეთის პროკურატურის პრესრელიზში წერია, რომ გამოძიება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო, რომელიც კილიან მბაპეს სტოკჰოლმში მოგზაურობას უკავშირდებოდა. საქმე აღიძრა გაუპატიურების მუხლზე, თუმცა სასამართლო ამ ხუთშაბათს, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო დაიხურა.
პრესრელიზში შვედეთის პროკურორი კილიან მბაპეს არც კი ახსენებს: "გამოძიება მიმდინარეობდა პირის წინააღმდეგ, რომელიც გონივრულად იყო ეჭვმიტანილი გაუპატიურებაში და სექსუალურ შევიწროებაში, მაგრამ ჩვენი შეფასებით, მტკიცებულებები არ არის საკმარისი საქმის გასაგრძელებლად და ამიტომ, გამოძიება დახურულია”, - ამბობს შვედეთის უფროსი პროკურორი მარინა ჩირაკოვა.







