პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში მანჩესტერ სიტიმ მორიგი მარცხი განიცადა და შინ მანჩესტერ იუნაიტედთან 1:2 წააგო.
მატჩის შემდეგ კომენტარი ქალაქელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ბერნარდო სილვამ გააკეთა და თავისი თანაგუნდელები გააკრიტიკა.
"რაც ახლა ხდება, დავიმსახურეთ. შეიძლება უიღბლობის გამო 1 ან 2 თამაში წააგო, მაგრამ 10? - აქ პრობლემა უკვე იღბალში ნამდვილად არ არის.
თან, მერამდენედ ვუშვებთ გოლებს ბოლო წუთებზე. 86-ე წუთამდე, თუ ვინმე მოგებას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით, 86-ე წუთის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა.
წარმოიდგინეთ, ბოლო წუთებია, კუთხურს ვაწვდით და ისე მოხდა, რომ გოლი აქეთ მივიღეთ. ასეთ დროს თამაში არ უნდა დავაწყნაროთ?
რა გვჭირს? 15 წლის ბავშვებივით თამაშობთ? - ყველა თამაშში ხომ არ ვიტყვი, კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო?", - განაცხადა სილვამ.