ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურში ლევანტე უესკას დაუპირისპირდა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული მატჩი იხილა, რომელიც საბოლოო ჯამში ფრედ, 1-1 დასრულდა.
შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს გიორგი ქოჩორაშვილს, რომელმაც მე-20 ტურში ტერფის დაზიანება მიიღო. როგორც გაირკვა, 25 წლის ფეხბურთელის დაზიანება მძიმე არ არის და საუბარია მხოლოდ მსუბუქ დაჭიმულობაზე, სწორედ ამიტომ სამწვრთნელო სტაფმა არ გარისკა და ქართველი ნახევარცმველი უესკასთან შეხვედრაში დაასვენეს. ქოჩორაშვილი რამდენიმე დღეს იუქმებს და გუნდთან ერთად ვარჯიშს წლის ბოლოს განაახლებს.
ლევანტე მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, ტენერიფესთან ჩაატარებს.