თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას თბილისის დინამოდან ნიუკასლ იუნაიტედში ტრანსფერს გამოეხმაურა. ახალგაზრდა თავდამსხმელი 2025 წლამდე განათხოვრების წესით დარჩება დედაქალაქურ კლუბში, მომდევნო სეზონს კი "კაჭკაჭებში" დაიწყებს. ვეტერანი ქართველი ფორვარდი თანამემამულე შემტევის ტრანსფერს იმედიანად უყურებს:
"აღფრთოვანებული ვარ სალიას ნიუკასლ იუნაიტედში ტრანსფერით. ეს არის კლუბი, სადაც კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე. მას ვუსურვებ უფრო ხანგრძლივ და წარმატებულ კარიერას კლუბში, რომელიც პრემიერ ლიგაში მოწინავე პოზიციებზეა. დარწმუნებული ვარ, რომ ვახტანგი "კაჭკაჭებში" ბევრს იმუშავებს.
ქართველი თავდამსხმელი ყველას დაუმტკიცებს, რომ "ჯორდებმა" მისი გაფორმებით სწორი არჩევანი გააკეთეს. გვჭირდება ასეთი ფეხბურთელები და ასეთი ტრანსფერები, იმისთვის, რომ საქართველოს ეროვნული გუნდის წარმატებული სვლა გაგრძელდეს", - განაცხადა "შავ-თეთრების" ყოფილმა ფორვარდმა.