ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, თემურ ქეცბაია ჩვენი ნაკრების ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკაზე Lagazzetta.ge-სთან საუბრობს.
"კვარცხელია ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, ქართველ გულშემატივარს ბევრჯერ გაახარებს, როგორც აქამდე გააკეთა.
ყველამ უნდა გაიგოს - კვარაცხელიას უდიდესი დამსახურებაა, რომ საქართველოს ნაკრები დღეს აქ იმყოფება. რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად.
არის მომენტები, როცა ისე ვერ თამაშობ, როგორც ელოდებიან. ეს თვითონ კვარას ბრალია, რადგან იმხელა დონეზე აწია თამასა, რომ მისი კარგი თამაში ხალხს აღარ აკმაყოფილებს. ხვიჩას თურქეთთან ცუდად არ უთამაშია. ალბათ, სტრესის ბრალიცაა, რომ ის მომენტები, რაც გვქონდა, ევრ გამოვიყენეთ", - განაცხადა ქეცბაიამ.
იხილეთ სრული ინტერვიუ