პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართველმა ალპინისტმა უშბის მწვერვალი დამოუკიდებლად დალაშქრა.
ლევან მოსაშვილმა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პროექტის „შენი მწვერვალის“ ფარგლებში უშბის ჩრდილოეთ წვერზე სოლო ასვლა განახორციელა.

რუსთაველ მთამსვლელს ანალოგიური მარშრუტი ადრე გავლილი სამკაციან ჯგუფთან ერთად ჰქონდა, ამჯერად კი ყველაფრის დამოუკიდებლად შესრულება გადაწყვიტა. მოსაშვილის ექსპედიცია ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდა და წარმატებულად დასრულდა.
















