მიუხედავად იმისა, რომ საქართველს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში თურქეთთან 3:1 წააგო, ქართველი ფეხბურთელების თამაშით მაინც ყველა აღფრთოვანებულია.
უეფას ოფიციალურმა გვერდმა მატჩის შედეგი დადო, რომელსაც კომენტარებში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველების მიმართ დადებითი კომენტარები მოჰყვა.
"ქართველებმა თამაში ვერ მოიგეს, თუმცა სამაგიეროდ ჩვენი გულები მოიგეს", - ეს არის მათი მთავარი მესიჯი საქართველოს მიმართ.
გარდა გულშემატკივრებისა, საქართველოს ნაკრებს უცხოური გამოცემებიც აქებენ და წერენ, რომ სადებიუტო მატჩის კვალობაზე, ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარეს.
კმაყოფილები არიან ქართველი გულშემატკივრებიც, მწვრთნელიც და ფეხბურთელებიც. ვილი სანიოლმა თქვა, რომ შედეგი ცუდია, თუმცა მთავარი სიამაყე ჩვენი ნაკრების კარგი თამაშია.
ფაქტია, საქართველოს ნაკრების სადებიუტო გამოსვლამ მთელი ევროპა აალაპარაკა და წინ კიდევ, მინიმუმ, ორი მატჩია.