მანჩესტერ იუნაიტედის კრიზისი გრძელდება. მას შემდეგ, რაც "წითელი ეშმაკები" ჩემპიონთა ლიგაზე ატლეტიკო მადრიდთან დამარცხდნენ, ლისანდრო მარტინესი კლუბის ხელმძღვანელობას ღიად დაუპირისპირდა, რის გამოც არგენტინელი ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, დაისჯება.
ამ დრომდე გაურკვეველია მაიკლ კერიკის მომავალი, რომლის გუნდიდან გაშვებაც დღის წესრიგში დგას. თუმცა, ინგლისელი ამ დრომდე ინარჩუნებს დაკავებულ თანამდებობას.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ლისანდრო მარტინესი და ბრუნო ფერნანდეში მანჩესტერ იუნაიტედის დატოვებას გეგმავენ და ახალ კონტრაქტებს არ გააფორმებენ.

ზემოხსენებულ ფეხბურთელებს კონტრაქტებთან დაკავშირებით ერთნაირი სიტუაცია აქვთ — ორივე მათგანს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება, თუმცა მანჩესტერ იუნაიტედს არსებული კონტრაქტების ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს. არგენტინელსა და პორტუგალიელს სურთ, რომ კლუბმა ეს უფლება არ გამოიყენოს და 2027 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვონ გუნდი.
მანჩესტერ იუნაიტედში სიტუაცია მართლაც უკონტროლო ხდება და ამ ეტაპზე არავინ იცის, სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი...
















