რომელუ ლუკაკუს ბელგიის ნაკრების მაისურით 115 შეხვედრაში 85 გოლი დაუგროვდა. ლუქსემბურგის კარში შესრულებული დუბლის შემდეგ, მან ჩამოიტოვა ლეგენდარული ფერენც პუშკაში (84 ბურთი), რითაც ბელგიელი ფორვარდი საერთაშორისო ასპარეზზე ევროპულ მოთამაშეებს შორის მე-2 პოზიციამდე დაწინაურდა.
რომას თავდამსხმელს უსწრებს მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მოასწრო 206 შეხვედრაში 128 ბურთის გატანა და ის დღემდე პორტუგალიის ეროვნულ გუნდშია. ევროპის ფარგლებს გარეთ კი 31 წლის ფორვარდს უსწრებს 4 მოთამაშე: ალი დაეი, ლეო მესი, სუნილ ჩეტრი და მოხტარ დაჰარი.
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები ევროპიდან:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 128 გოლი
2. რომელუ ლუკაკუ (ბელგია) - 85 გოლი
3. ფერენც პუშკაში (უნგრეთი) - 84 გოლი
4. რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი) - 82 გოლი
5. მიროსლავ კლოზე (გერმანია) - 71 გოლი
ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 128 გოლი
2. ალი დაეი (ირანი) - 108 გოლი
3. ლიონელ მესი (არგენტინა) - 106 გოლი
4. სუნილ ჩეტრი (ინდოეთი) - 94 გოლი
5. მოხტარ დაჰარი (მალაიზია) - 89 გოლი
6. რომელუ ლუკაკუ (ბელგია)/ ალი მაბხუტი (საამიროები) - 85 გოლი