უესლი სნეიდერმა პარის სენ-ჟერმენსა და არსენალს შორის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ჩემპიონთა ლიგას პსჟ მოიგებს. ნიდერლანდელმა ექს-ფლეიმეიქერმა არ გამორიცხა ისიც, რომ წლევანდელ ფინალში განმეორდეს ის, რაც იყო შარშან, მილანის ინტერისა და "ლურჯ-წითლების" დუელში.
"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარის სენ-ჟერმენი გახდება. მათ აქვთ უპირატესობა, განსაკუთრებით, შეტევის მარცხენა ფლანგზე. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ წლევანდელ ფინალში განმეორდეს ის, რაც მოხდა შარშან, ინტერნაციონალესა და პსჟ-ს დუელში. ვგილისხმობ, 5:0-ს.
დიახ, არსენალს ჰყავს უმაღლესი დონის დაცვა, თუმცა ძლიერი ფეხბურთელები მილანური გუნდის შემადგენლობაშიც იყვნენ. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნდება ტიმბერი, ლონდონელთათვის საქმე უფრო გამარტივდება. საინტერესო თამაში გველის", - განაცხადა მადრიდის რეალის ექს-ფლეიმეიქერმა.








