საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი პსჟ-სა და ლე ავრს შორის, მასპინძელთა მარტივი გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
პარიზელთა მხრიდან ანგარიში ლიმ გახსნა, მეორე ნახევარში პსჟ-მ უპირატესობა გაზარდა, ამჯერად თავი ჟოაო ნევეშმა გამოიჩინა.
71-ე წუთზე მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია შევიდა, რომელმაც ბრედლი ბარკოლას საგოლე გადაცემა გაუკეთა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
13 ტურის შემდეგ, პსჟ-ს 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





