მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პსჟ სატრანსფერო კუთხით აქტიურობას იწყებს, მოგეხსენებათ, გუნდმა შეკრება გუშინ დაიწყო.
გადაწყვეტილია, რომ აზიელი ფეხბურთელი კანგ ინ ლი პსჟ-ს დატოვებს და კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს.
პარიზულ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი - იბრაჰიმ მბაიე დატოვებს. კლუბმა მას უკვე აცნობა, რომ მბაიე მწვრთელი გეგმებში არ ჯდება.
18 წლის ფეხბურთელს პსჟ-სთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა მისი შეძენით უკვე რამდენიმე ევროპული გუნდი ინტერესდება.












