ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა სეზონი წარმატებით დაიწყო და პირველ ტურში ატალანტა 4:0 გაანადგურა.
პარიზელთა მხრიდან გოლები მარკინიოსმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ნუნო მენდესმა და გონსალო რამოშმა გაიტანეს, რითიც ამ გუნდის ყოფილი ფეხბურთელის, კილიან მბაპეს რეკორდები დაამხეს.
კერძოდ, მარკინიოსმა ატალანტას მე-3 წუთზე გაუტანა და გახდა პსჟ-ს ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგაზე. აქამდე ეს რეკორდი მხოლოდ მბაპეს ეკუთვნოდა, რომელმაც 2021 წელს ბრიუგეს ასევე მე-3 წუთზე გაუტანა.
გონსალო რამოში შეცვლიდან შემოვიდა და ატალანტას გაუტანა. შეცვლიდან მან უკვე მე-16 გოლი გაიტანა, ამ რაოდენობის გოლი კი შეცვლიდან პსჟ-ს ისტორიაში მხოლოდ მბპაეს აქვს გატანილი.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





