ბოლო ტურის მატჩები საკმაოდ სანახაობრივი და უხვგოლიანი გამოდგა, სადაც რამდენიმე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა, თუმცა, საბოლოო ჯამში პლეი-ოფს მიღმა სენსაციურად არავინ დარჩენილა.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ პრობლემების გარეშე, 4-1 მოუგო შტუტგარტს და მე-15 ადგილით გავიდა პლეი-ოფში, სადაც ქართველი შემტევიც მიიღებს მონაწილეობას. პარიზული კლუბის მსგავსად, თავისი შეხვედრა სიტიმაც მოიგო და 22-ე პოზიცია დაიკავა.
მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ზაგრებში, სადაც მილანი დინამოს ესტუმრა და 1-2 დამარცხდა. აღნიშნული მარცხის გამო, როსონერიმ 1/8 ფინალის საგზური დაკარგა და ჩემპიონთა ლიგის თავისთვის ბრძოლას 1/16 ფინალური ეტაპიდან გააგრძელებს.
პირველად დაკარგა ქულები ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ სეზონში ლივერპულმა — არნე სლოტის გუნდი გასვლაზე პსვ-სთან დამარცხდა. წაგების მიუხედავად, ინგლისელებმა 21 ქულით პირველი ადგილი შეინარჩუნეს და ლიგის ზონის გამარჯვებულები გახდნენ, ხოლო მეორე პოზიცია 19 ქულით ბარსელონამ დაიკავა.







![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)




