ზაფხულში პსჟ-ს კილიან მბაპე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.
პარიზული კლუბი მბაპეს შემცვლელს უკვე ეძებს და მის ადგილზე ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი, მარკუს რაშფორდია.
პსჟ მზადაა, 26 წლის ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, მანჩესტერ იუნაიტედს 93 მილიონი ევრო გადაუხადოს, ხოლო ფეხბურთელს ხელფასის სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, მარკუს რაშფორდი მანჩესტერ იუნაიტედის აკადემიის აღზრდილია. მას ძირითად გუნდში ჩატარებულ 393 შეხვედრაში, 130 გოლი და 74 საგოლე გადაცემა აქვს გაფორმებული.