ანტონიო კონტეს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, დიდი შანსია შესრულდეს: ნაპოლი ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე, ყველა შეთავაზებას ბლოკავს, შესაბამისად, მისი გუნდში დარჩენის შანსი, ძალიან იზრდება. 54 წლის იტალიელისთვის, ქართველი შემტევი ხელშეუხებელია! იგივე აზრზეა დე ლაურენტისიც, რომელიც კვარაცხელიას ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
ფრანგული L'ÉQUIPE-ის დღევანდელ გამოცებაში ვკითხულობთ, რომ პსჟ საქმიდან გასვლაზე სერიოზულად ფიქრობს, რადგან ნაპოლი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. პარიზელთა სურვილი იყო, რომ ტრანსფერი ევრო 2024-მდე განხორციელებულიყო, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ გამოდის. ფრანგული წყაროს ცნობით, მოსალოდნელია, რომ ამ ზაფხულს ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ნაპოლიში დარჩება.
ლუის კამპუში კი უკვე გეგმა B-ზე ფიქრობს - საუბარია ხულიან ალვარესზე, რომელიც მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავს.