იტალიური გამოცემა Calcionapoli1926 La Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით წერს, რომ პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე ახალ შეთავაზებას ამზადებს. საუბარია არც მეტი, არც ნაკლები €100 მილიონზე!
პსჟ ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს, გუნდი მბაპეს შემცვლელს ეძებს და ქართველი შემტევი #1 სამიზნედ რჩება. ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა, რამაც შეიძლება პსჟ-ს საქმე გაუმარტივოს.
კვარაცხელიას ნაპოლისთან არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს, დე ლაურენტისი კი ახალ ხელშეკრულებაზე უკვე თვეებია მუშაობს. ნაპოლიში ხვიჩას €150 მილიონად აფასებენ და როგორც იტალიურ პრესაში იწერება, დე ლაურენტისი ყველაფერს გააკეთებს, რომ ხვიჩამ გუნდი არ დატოვოს.
Emanuela Castelli © RCS MEDIAGROUP