La Gazzetta dello Sport Georgia-ზე პროგნოზების ლიგის ახალმა ეტაპმა აიღო სტარტი, რომელიც თავიდან ბოლომდე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ იქნება.
11 ივნისიდან პროგნოზების ლიგა განსხვავებულ სახეს მიიღებს და ფეხბურთის გულშემატკივრებს გამარჯვების უფრო მეტი შანსი მიეცემა — პროგნოზების ლიგა X დღის პროგნოზი!
პროგნოზების ლიგა ჯგუფური ეტაპის განმავლობაში დაიყოფა 3 ტურად. თითოეულში იქნება გამოტანილი 20 თამაში გამოსაცნობად. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, იქნება 1/16 ფინალი და შემდეგ 1/8 ფინალი.
რა უნდა გავითვალისწინოთ მუნდიალის პირველი ტურის წინ?
ბრაზილია vs მაროკო | 14 ივნისი, 02:00 საათი
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ბრაზილია მაროკოს დაუპირისპირდება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხვედრა გულშემატკივრებს დაძაბულ და სანახაობრივ ბრძოლას ჰპირდება. ბრაზილია ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლება, თუმცა მაროკომ ბოლო წლებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. სწორედ ამიტომ, სამხრეთამერიკელებს იოლი მატჩი ნამდვილად არ ელით
ბრაზილიის მხრიდან მთავარი ყურადღება ვინისიუს ჟუნიორსა და რაფინიაზე იქნება გამახვილებული, ხოლო მაროკოს იმედები აშრაფ ჰაკიმისა და ბრაიმ დიასის კარგ თამაშზე გადის.
იმის გათვალისწინებით, რომ C ჯგუფში შოტლანდიის ნაკრებიცაა წარმოდგენილი, როგორც ბრაზილიას, ისე მაროკოსაც პირველ ტურში აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება.

ბრაზილია და მაროკო ისტორიაში სულ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 1998 წელს ბრაზილიამ იმარჯვა, ხოლო 2023 წელს მაროკომ შეძლო მეტოქის დამარცხება.
ბრაზილიამ ივნისის სანაკრებო პაუზაზე ორივე მატჩში იმარჯვა - ანჩელოტის გუნდმა ჯერ პანამა დაამარცხა, შემდეგ კი ეგვიპტესაც აჯობა. მაროკომ ამავე პერიოდში მადაგასკარს აჯობა, ხოლო ნორვეგიასთან ფრე ითამაშა.
რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს — შანსები 50/50-ზეა და ვფიქრობთ, მაყურებელი ბევრ გატანილ გოლს იხილავს.
ბრაზილიის სავარაუდო შემადგენლობა: ალისონ ბეკერი, დანილო, მარკინიოსი, გაბრიელ მაგალიაესი, ალექს სანდრო, ბრუნო გიმარაესი, კაზემირო, ლუის ენრიკე/რაიანი, რაფინია, ვინისიუს ჟუნიორი, მატეუს კუნია.
მაროკოს სავარაუდო შემადგენლობა: ბონო, ჰაკიმი, დიოპი, რიადი, მაზრაუი/ბელამარი, ბუადი, ელ აინაუი, უნაჰი, ბრაიმ დიასი, საიბარი, ეზალზული/ელ ხანუსი.
საფრანგეთი vs სენეგალი | 16 ივნისი, 23:00 საათი
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ შეხვედრაში საფრანგეთი სენეგალს შეხვდება. ორივე გუნდი ტურნირს გამარჯვებით დაწყებას შეეცდება, თუმცა ფავორიტი რა თქმა უნდა დიდიე დეშამის გუნდია.
ფრანგები ჩემპიონობის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მიიჩნევიან, თუმცა სენეგალს ძლიერი და ორგანიზებული შემადგენლობა ჰყავს, რაც ამ დაპირისპირებას განსაკუთრებულ ინტერესს სძენს. საფრანგეთის მხრიდან ყურადღების ცენტრში კილიან მბაპე და უსმან დემბელე იქნებიან, ხოლო სენეგალის მთავარ ძალას სადიო მანე და ილიმან ნდიაიე წარმოადგენენ.
საფრანგეთი და სენეგალი ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ, ისიც 2002 წელს, როდესაც აფრიკულმა კლუბმა საკმაოდ ძლიერი მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 0-1 მოუგო.
ორივე ნაკრებმა საკმაოდ საინტერესო მოსამზადებელი პერიოდი გაიარა. დეშამის გუნდი ჯერ კოტ-დ'ივუართან დამარცხდა, შემდეგ კი ჩრდ. ირლანდიას მოუგო, რაც შეეხება სენეგალს, აფრიკელები მძიმე ბრძოლაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან დამარცხდნენ.
საფრანგეთის სავარაუდო შემადგენლობა: მენიო, კუნდე, სალიბა, უმაპეკანო, ტეო ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, ოლისე, დუე/შერკი, დემბელე, მბაპე.
სენეგალის სავარაუდო შემადგენლობა: მენდი, დიატა, სეკი/სარი, ნიახატე, დიოუფი, კამარა, გეი, ნდიაიე, დიარა, მანე, ჯექსონი
ჩვენი აზრით, საფრანგეთი ფავორიტია, თუმცა სენეგალს სიურპრიზის მოწყობის რესურსი ნამდვილად აქვს.
არგენტინა vs ალჟირი | 16 ივნისი, 23:00 საათი
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინა ალჟირს დაუპირისპირდება. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ტურნირის დაწყებას გამარჯვებით შეეცდებიან. არგენტინა აშკარა ფავორიტად ითვლება, თუმცა ალჟირი ის გუნდია, რომელსაც მეტოქისთვის სირთულეების შექმნა შეუძლია, განსაკუთრებით სწრაფი კონტრშეტევების ხარჯზე.
არგენტინის მთავარ იმედებად ლიონელ მესი, ლაუტარო მარტინესი და ხულიან ალვარესი მოიაზრებიან, ხოლო ალჟირის მხრიდან ყურადღება რიად მარეზისა და ამინ გუირისკენ იქნება მიპყრობილი.
არგენტინა-ალჟირის ისტორიული დაპირისპირება მხოლოდ ერთ მატჩს ითვლის, რომელიც 2007 წელს გაიმართა. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული დაპირისპირება იხილა, რომელშიც გამარჯვება ალბისელესტეს დარჩა, 3-4.
ორივე ნაკრებმა მოსამზადებელი ეტაპი საკმაოდ კარგად ჩაატარა. არგენტინამ ორიდან ორი მატჩი მოიგო, ხოლო ალჟირმა ერთხელ იმარჯვა, ერთხელ კი ურუგვაის დაუზავდა.
არგენტინის სავარაუდო შემადგენლობა: მარტინესი, მოლინა, რომერი, ოტამენდი/ლისანდრო მარტინესი, ტალიაფიკო, ენდო ფერნანდესი, მაკ ალისტერი, დე პოლი/პარედესი, მესი, ხულიან ალვარესი/სიმეონე, ლაუტარო მარტინესი
ალჟირის სავარაუდო შემადგენლობა: ზიდანი, აბადა, მანდი, ბელაიდი, ეიტ ნური, აუარი, ბენტალები, ზერუქი, მარეზი, გუირი, ამურა.
რაც შეეხება პროგნოზს — არგენტინა ფავორიტია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე იოლი მატჩები არ არსებობს, თანაც ალჟირი ხელწამოსაკრავი ნაკრები ნამდვილად არაა.
ინგლისი vs ხორვატია | 17 ივნისი, 23:5 საათი
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში ინგლისი ხორვატიას დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მატჩად მიიჩნევა და გულშემატკივრებს დაძაბულ ბრძოლას ჰპირდება. ინგლისი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია, თუმცა ხორვატიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მატჩების ჩატარება კარგად იცის. სწორედ ამიტომ, ინგლისელებს რთული გამოცდა ელით.
ინგლისმა სანაკრებო პაუზაზე ახალ ზელანდიას აჯობა, ხოლო ხორვატია ჯერ ბელგიასთან დამარცხდა, შემდეგ კი სლოვენიას აჯობა.
ინგლისის სავარაუდო შემადგენლობა: პიკფორდი, ჯეიმსი, კონსა, გეჰი, ო'რაილი, რაისი, ანდერსონი, საკა, ბელინგემი/როჯერსი, გორდონი, კეინი
ხორვატიის სავარაუდო შემადგენლობა: ლივაკოვიჩი, სტანისიჩი, შუტალო, პონგრაჩიჩი, გვარდიოლი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, ბატურინა, სუჩიჩი, პერიშიჩი, ბუდიმირი.

ინგლისი-ხორვატიის ისტორიული დაპირისპირება 11 მატჩს ითვლის, საიდანაც ინგლისელებმა 6-ჯერ იმარჯვეს, ხორვატებმა კი მეტოქეს 3-ჯერ აჯობეს. ფრედ დასრულებული მატჩების რაოდენობა კი 2 ითვლის.
რაც შეეხება ჩვენს პროგნოზს — ინგლისი მცირე ფავორიტია, თუმცა ხორვატიას საკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ ქულებისთვის ბოლომდე იბრძოლოს. ვფიქრობთ, მაყურებელი საკმაოდ სანახაობრივ და დაძაბულ დაპირისპირებას იხილავს, შანსები კი მაინც ალბათ 50/50-ზეა.
ამ და სხვა მატჩებზე გააკეთე პროგნოზები “პროგნოზების ლიგაში”.















