პრინციპული მატჩი გენუაში — ბორჯღალოსნები იტალიას შეერკინებიან

შემოდგომის ტესტები იტალიის და საქართველოს ეროვნული ნაკრებებისთვის მძიმედ დაიწყო. ბორჯღალოსნები ახალი ზელანდიის მეორე ნაკრებთან 13-31 დამარცხდნენ, ხოლო იტალიელმა მორაგბეებმა არგენტინასთან 18-50 წააგეს.
ნაკრებების ბოლო დაპირისპირება 2022 წელს ბათუმში შედგა და საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. იმ მატჩში, ბორჯღალოსნებმა იტალია 28-19 დაამარცხეს. ისტორიაში კი სულ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 2 იტალიამ მოიგო, ხოლო 1 საქართველომ.
საქართველოს ბოლო 5 მატჩი: პორტუგალია (36-10), ფიჯი (12-21), იაპონია (25-23), ავსტრალია (29-40), ახალი ზელანდია XV (13-31)
იტალიის ბოლო 5 მატჩი: უელსი (24-21), სამოა (25-33), ტონგა (36-14), იაპონია (42-14), არგენტინა (18-50)
იტალიის და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება დღეს, გენუაში ჩატარდება და სტარტს თბილისის დროით 17 საათსა და 40 წუთზე აიღებს.









