დღეს, 7 აპრილს, ჩვენი დროით 17:00 საათზე, სერია ა-ს 31-ე ტურის ფარგლებში ნაპოლი მონცას ესტუმრება. პირველ რიგში, გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ "პარტენოპეის" დაუბრუნდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც საბერძნეთთან მიღებული დაზიანების შემდეგ, არ თამაშობდა. ის მწყობრშია და დიდი ალბათობით, სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება.

რაფაელე პალადინო (მონცას მწვრთნელი): "ნაპოლისთან შეხვედრა რთული და ამავდროულად უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს გუნდი არის სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი და ცხადია, მეტოქის დაფასებაა საჭირო. ვეცდებით ჩვენი მაქსიმუმის გაღებას. მონცას მიზანია, რომ სეზონი დაასრულოს სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალ პოზიციაზე".
ფრანჩესკო კალცონა (ნაპოლის მწვრთნელი): "მიმდინარე სეზონში გამოვიარეთ ბევრი სირთულე და ნაპოლის გარშემო აჟიოტაჟი ზაფხულშიც იქნება, თუმცა ახლა არ ღირს მომავლის შესახებ საუბარი. უახლოეს მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. ვეცდებით მოგებას და სატურნირო ცხრილში მდგომარეობის გამოსწორებას".
მონცას ბოლო 5 მატჩი: ტორინო-მონცა 1:0, მონცა-კალიარი 1:0, ჯენოა-მონცა 2:3, მონცა-რომა 1:4, სალერნიტანა-მონცა 0:2;
ნაპოლის ბოლო 5 მატჩი: ნაპოლი-ატალანტა 0:3, ინტერი-ნაპოლი 1:1, ბარსელონა-ნაპოლი 3:1, ნაპოლი-ტორინო 1:1, ნაპოლი-იუვენტუსი 2:1;
სავარაუდო შემადგენლობები
მონცა: დი გრეგორიო, იცო, მარი, ბირინდელი, კარბონი, ბონდო, გალიარდინი, მოტა, მალდინი, კოლპანი, დურიჩი.
დანაკლისი: გომესი, დ'ამბროზიო, კაპრარი, პესინა, ვინიატო.
ნაპოლი: მერეტი, ჟეზუსი, რაჰმანი, ოლივეირა, დი ლორენცო, ანგისა, ლობოტკა, ტრაორე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი.
დანაკლისი: ლინდსტრომი.
მონცა-ნაპოლი:
სერია ა, 31 ტური;
7 აპრილი, 17:00 საათი;
ბრიანტეო, მონცა;
მთავარი მსაჯი: დანიელე დოვერი.