დღეს, 14 აპრილს, ჩვენი დროით 19:30 საათზე, ბუნდესლიგის 29-ე ტურის ფარგლებში, ლევერკუზენის ბაიერი საკუთარ კედლებში ბრემენის ვერდერს მიიღებს. მოგების შემთხვევაში, "ფარმაცევტები" გაიფორმებენ ჩემპიონობას, რადგან მე-2 პოზიციაზე მყოფი მიუნხენის ბაიერნი პირველ ადგილზე გადასვლის თეორიულ შანსსაც დაკარგავს.
პირველ და მეორე ადგილოსნებს შორის სხვაობა გახდება 16 ქულა, ბუნდესლიგის დასრულებამდე კი დარჩენილია ხუთი ტური - როგორც ვხედავთ, "შავ-წითლები" ტრიუმფთან ერთ ნაბიჯში არიან. ეს გუნდი აქამდე არასდროს ყოფილა გერმანიის ჩემპიონატის გამარჯვებული, ვიცე-ჩემპიონობა კი მათ ისტორიაში 5-ჯერ ყოფილა.
ჩაბი ალონსო (ლევერკუზენის მწვრთნელი): "ნუ გავუსწრებთ წინასწარ მოვლენებს, ჩემპიონები არ ვართ. ეს იქნება ბუნდესლიგის რიგითი შეხვედრა, რომელშიც ჩვენ ვეცდებით მორიგი 3 ქულის აღებას. ვაფასებთ მეტოქეს და პატივს ვცემთ, ვერდერთან მოდუნება არ ღირს. ამ მატჩში მეტი კონცენტრაცია გვმართებს".
ლევერკუზენის ბოლო 5 მატჩი: ლევერკუზენი-ვესტ ჰემი 2:0, უნიონი-ლევერკუზენი 0:1, ლევერკუზენი-ფორტუნა 4:0, ლევერკუზენი-ჰოფენჰაიმი 2:1, ფრაიბურგი-ლევერკუზენი 2:3
ვერდერის ბოლო 5 მატჩი: აინტრახტი-ვერდერი 1:1, ვერდერი-ვოლფსბურგი 0:2, უნიონი-ვერდერი 2:1, ვერდერი-დორტმუნდი 1:2, ჰოფენჰაიმი-ვერდერი 2:1
ლევერკუზენი-ვერდერი
ბუნდესლიგა, 29-ე ტური
14 აპრილი, 19:30
ბაიარენა, ლევერკუზენი
მთავარი მსაჯი: ჰარმ ოსმერსი
სავარაუდო შემადგენლობები