დღეს გაიმართება ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი, სადაც საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ვილი სანიოლის გუნდმა წინა ორი შეხვედრა კარგად ჩაატარა, ერთი ქულა გვაქვს და პორტუგალიასთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება. თავის მხრივ, პორტუგალიამ ორივე თამაში მოიგო და ჯგუფიდან ოფიციალურად პირველი ადგილით გავიდა.
ნაკრებთან ერთად ვარჯიში განაახლა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში იქნება. მეტოქის ბანაკში ყვითელი ბარათების გამო მატჩს რაფაელ ლეაო გამოტოვებს.
ყველა განცხადებაში ხვიჩა კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ თავისი კუმირის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. რონალდუს ჯერ ამ ევროზე გოლი არ გაუტანია და მოტივირებული იქნება.
ამას ისიც ემატება, რომ პორტუგალიის მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც აღნიშნეს, რომ ჯგუფის დასრულება სამიდან სამი მოგებით სურთ.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწრთნელი): "აქ ყოფნა უკვე დიდი გამარჯვებაა, ჩემპიონატამდე ვინმეს რომ ეთქვა მე-3 მატჩამდე ჯგუფიდან გასვლის შანსი გვექნებოდა, კმაყოფილი ვიქნებოდი. ცვლილებები იქნება საჭირო იმისთვის, რომ მეტი დინამიკა შემოვიტანოთ და გადავახალისოთ თამაში, თუმცა მთელ გუნდს არ შევცვლი. შენგელია საბერძნეთთან დაშავდა, როგორც სხვა ფეხბურთელები ისიც მზადა სათამაშოდ, კარგი ფეხბურთელია კარგი ხასიათი აქვს, ჩვენ გვიჭრდება ასეთი ადამიანები. ბევრი ამბობს, რომ საქართველო აქ ყოფნას არ იმსახურებდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაში დაიმსახურა".
ხვიჩა კვარაცხელია (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "ჩვენ უფრო მოტივირივირებულები ვართ, რადგან პორტუგალიას უკვე გარანტირებული აქვს გასვლა. ყველაფერი შესაძლებელია, სადაც 1 პროცენტია შანსი ყველაფერი უნდა გამოიყენო. ჩვენ მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ გავიმარჯვოთ და ისტორიის ახალი ფურცელი დავწეროთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ და ყევლაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის."
რობერტო მარტინესი (პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენი მიზანია ჯგუფში სამივე თამაში მოვიგოთ და ისე გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ინდივიდუალურად კარგად თამაშობენ. გამოვარჩევდი ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც გიორგი ქინქლაძეს სათამაშო სტილით ჰგავს, ასევე აღვნიშნავდი გიორგი მამარდაშვილის თამაშსაც. კარგად მახსოვს, როგორ მაღალ დონეზე თამაშობდა გიორგი ქინქლაძე. ის თავისი წარმოუდგენელი მოქმედებებით დაცვის ხაზს არღვევდა, ასეა ახლა კვარაც."
საქართველო-პორტუგალია:
ევროპის ჩემპიონატი, ჯგუფური ეტაპი;
26 ივნისი, 23:00 (თბილისის დროით);
ფელტინს არენა, გელზენკირხენი;
მთავარი მსაჯი: სანდრო შარერი (შვეიაცარია).
საქართველო ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი, კაშია, დვალი, კვერკველია, კაკაბაძე, წიტაიშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე.