დღეს, 22 აპრილს, ჩვენი დროით 22:45 საათზე, სერია ა-ს 33-ე ტურის ფარგლებში, გაიმართება დერბი დელა მადონინა - მილანი ნომინალური მასპინძლის სტატუსით მეზობელ ინტერს მიიღებს. აქამდე ამ გუნდებმა ერთმანეთთან 222 მატჩი ჩაატარეს: 84 შემთხვევაში იმარჯვეს სერია ა-ს ამჟამინდელმა ლიდერებმა, 71-ჯერ - "როსონერიმ", 67 თამაში კი ფრედ დასრულდა.
გამარჯვების შემთხვევაში, "ნერაძური" დღეს გაიფორმებს რიგით მეოცე სკუდეტოს, გადაასწრებს "შავ-წითლებსა" და გერბის თავზე მეორე ვარსკვლავსაც დაიხატავს. როგორც ვხედავთ, "შავ-ლურჯებისთვის" პოტენციური საჩემპიონო ზეიმის ჩაშხამება სტეფანო პიოლის გუნდისთვის თავმოყვარეობის საკითხი იქნება.
სტეფანო პიოლი (მილანის მწვრთნელი): "არ ღირს ჩემ შესახებ საუბარი, ამის ნაცვლად დერბიზე უნდა გადავერთოთ. იმედი მაქვს, რომ სტადიონზე მილანის ძალიან ბევრი ქომაგი მოვა. ინტერმა დაიმსახურა ჩემპიონობა, თუმცა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზეიმი ჩვენთან თამაშში არ შედგეს".
სიმონე ინძაგი (ინტერი): "ახლოს ვართ ჩემპიონობასთან, თუმცა გარკვეული ჯერ არაფერია. არ ღირს ნაადრევი დასკვნების გამოტანა. მილანს აქვს თავისი მოტივაცია, ჩვენ კი საკუთარი გეგმები და მიზნები გაგვაჩნია. რაც არ უნდა იყოს, მოედანზე მოსაგებად გავალთ და ჩვენი ქომაგების გახარებას ვეცდებით. ვნახოთ, რა იქნება".
სავარაუდო შემადგენლობა
მილანი-ინტერი:
სერია ა, 33-ე ტური;
მილანი, სან სირო;
მთავარი მსაჯი: ანდრეა კოლომბო.