2024 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, პორტუგალია სლოვენიას შეხვდება — მატჩი დღეს, ფრანკფურტში გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრები F ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც საწყის ორ ტურში ჩეხეთი და პორტუგალია დაამარცხა, ბოლო ტურში საქართველოსთან დამარცხდა და 6 ქულით გახდა ჯგუფის გამარჯვებული. სლოვენია კი პლეი-ოფში C ჯგუფიდან 3 ფრით და მე-3 ადგილით მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2024 წლის 26 მარტს, სლოვენიამ პორტუგალია ამხანაგურ მატჩში 2-0 დაამარცხა — გოლები გნეზდა ჩერინმა და ელსნიკმა გაიტანეს. 2024 წელს, პორტუგალიის ნაკრებმა 8 მატჩი ითამაშა, საიდანაც 5 მოიგო და 3 წააგო, სლოვენია კი დაუმარცხებელია — 3 მოგება და 5 ფრე.
1/8 ფინალურ შეხვედრას პორტუგალიის ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით შეხვედება, ხოლო სლოვენიას ერთი დანაკლისი აქვს — ყვითელი ბარათების გამო გუნდს ერიკ იანზა ვერ დაეხმარება.
სავარაუდო შემადგენლობა: