დღეს, 7 მაისს, ჩვენი დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი შეხვედრის ფარგლებში, პარის სენ-ჟერმენი დორტმუნდის ბორუსიას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი დასრულდა გერმანელთა მოგებით, მინიმალური ანგარიშით 1:0. განვიხილოთ, რა ხდება საპასუხო თამაშის გარშემო.
პირველი შეხვედრას, საერთო ჯამში, გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყოლია. თამაში თანაბარი იყო, მაგრამ ვესტფალიელებმა თავიანთი მომენტი უფრო ეფექტურად გამოიყენეს. იმ შემთხვევაში, თუ ფინალში "შავ-ყვითლები" გავლენ, ეს იქნება კილიან მბაპეს ბოლო მატჩი პსჟ-ს მაისურით ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.
ლუის ენრიკე (პარის სენ-ჟერმენის მწვრთნელი): "მიმაჩნია, რომ შანსები თანაბარია, უბრალოდ პირველ შეხვედრაში სასურველი შედეგის მიღწევამდე ცოტა დაგვაკლდა. საპასუხო მატჩში ვიქნებით უფრო მომზადებულები და მოტივირებულები, რადგან პირველი თამაშის შემდეგ, გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ".
ედინ ტერზიჩი (დორტმუნდის მწვრთნელი): "პირველ შეხვედრაში მოვიპოვეთ დამსახურებული გამარჯვება და სასურველი შედეგის ბოლომდე მიყვანას საპასუხო მატჩშიც ვეცდებით. ჩვენი მიზანია ფრე ან თუნდაც მოგება, რატომაც არა?! ფინალში გასვლა რეალურია და ჩვენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას მაქსიმალურად ვეცდებით".
პსჟ-დორტმუნდი:
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი;
7 მაისი, 23:00 საათი;
პარიზი, პარკ დე პრენსი;
მთავარი მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია).