კენჭისყრის შედეგად ნიდერლანდების ეროვნული ნაკრები D ჯგუფში მოხვდა, სადაც 4 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და პლეიოფში გავიდა. რონალდ კუმანის გუნდმა პოლონეთს მოუგო, საფრანგეთთან ფრე ითამაშა და ავსტრიასთან დამარცხდა. 1/8 ფინალში კი "ნარინჯისფრებმა" რუმინეთი 3:0 დაამარცხეს.
F ჯგუფში ასპარეზობდა თურქეთის ეროვნული ნაკრები — მონტელას გუნდმა პირველ ტურში საქართველო დაამარცხა, შემდეგ პორტუგალიასთან წააგო და ბოლო ტურში ჩეხეთს მოუგო. თურქეთმა 6 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში ავსტრიას დაუპირისპირდა, რომელსაც დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 აჯობა.
ნიდერლანდებისა და თურქეთის ეროვნული ნაკრებები ერთმანეთს ბოლოს 2021 წელს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შეხვდნენ, სადაც "ნარინჯისფრებმა" მეტოქე 6:1 გაანადგურეს. ბოლო 5 ურთიერთდაპირისპირებაში კი ნიდერლანდებს მცირე უპირატესობა აქვს — 2 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება.
დღევანდელ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება მონტელას გუნდი — დისკვალიფიკაციის გამო, მოედანზე დემირალი, ქოქჩიუ და იუქსექი ვერ გამოვლენ. ნიდერლანდებს კი შესაძლოა მატიას დე ლიგტი ვერ დაეხმაროს.
სავარაუდო შემადგენლობები:

![[პრევიუ] ბოლო 1/2 ფინალისტი ბერლინში გამოვლინდება — ნიდერლანდები V თურქეთი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FysNRezVtT3xC5QvDhSWkgDfNdpNYCLNo.webp&w=3840&q=75)







