პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა. თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი სეზონი ვიხილეთ, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა.
ჩემპიონი არსენალი გახდა, რომელმაც 22-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ტიტული მოიპოვა.
სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ერლინგ ჰოლანდი გახდა — ნორვეგიელმა ფორვარდმა ჩემპიონატი 27 გატანილი გოლით დაასრულა. საუკეთესო მეპასის წოდება კი ბრუნო ფერნანდეშს ერგო, რომელმაც 21 საგოლე გადაცემა შეასრულა და კევინ დე ბრუინისა და ტიერი ანრის რეკორდი გააუმჯობესა.
არსენალთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის საგზური მანჩესტერ სიტიმ, მანჩესტერ იუნაიტედმა, ასტონ ვილამ და ლივერპულმაც მოიპოვეს.
ევროპა ლიგაზე ბორნმუთი და სანდერლენდი იასპარეზებენ, ხოლო კონფერენს ლიგაზე ბრაიტონი ითამაშებს.
რაც შეეხება გავარდნილ გუნდებს, ვესტ ჰემი, ბარნლი და ვულვზი ჩემპიონშიპში დაქვეითდნენ. მათ ადგილს კი მომდევნო სეზონში ქოვენთრი, იფსვიჩი და ჰალ სიტი დაიკავებენ.








