პრემიერ ლიგის გადაწყვეტილებით, ნოტინგემ ფორესტს ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის 4 ქულა დააკლდება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ნუნო ეშპირიტუ სანტუს გუნდი 21 ქულით გასავარდნ ზონაში დაქვეითდება, ცხრილში მის ადგილს კი ლუთონი დაიკავებს (მე-17 პოზიცია).
პრემიერ ლიგის ამ სეზონში ფინანსური რეგულაციების დარღვევისთვის ქულები ევერტონსაც დააკლეს. მერსისაიდულ კლუბს თავიდან 10 ქულა დააკლდა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში მოგებული საქმის შემდეგ, გუნდს 4 ქულა დაუბრუნდა.
ნოტინგემი პრემიერ ლიგის ამ გადაწყვეტილებას უახლოეს საათებში გააპროტესტებს.