დასრულდა პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების გათამაშება. ჩემპიონი გახდა ლივერპული, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ შემდეგი კლუბები: არსენალი, მანჩესტერ სიტი, ჩელსი და ნიუკასლი. მათ დაემატებათ ტოტენჰემიც, რომელმაც ევროპა ლიგა მოიგო.
ბირმინგემის ასტონ ვილა ითამაშებს ევროპა ლიგაზე, ნოტინგემ ფორესტი კი კონფერენს ლიგაზე. რაც შეეხებათ პრემიერ ლიგიდან გავარდნილ გუნდებს: ლესტერი, იფსვიჩი და საუთჰემპტონი.
ნოტინგემი-ჩელსი 0:1
ფულჰემი-მანჩესტერ სიტი 0:2
საუთჰემპტონი-არსენალი 1:2
ლივერპული-კრისტალ პალასი 1:1
მანჩესტერ იუნაიტედი-ასტონ ვილა 2:0
ნიუკასლი-ევერტონი 0:1







