საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩის შემდეგ კომენტარი პორტუგალიის ნაკრების მთავარამ მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა გააკეთა.
"საქართველოს ნაკრებმა გაიამრჯვა და ამის მთავარი მიზეზი მათი მეკარე, გიორგი მამარდაშვილია, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ყველაფერი მისი დამსახურებაა.
მარცხი სხვადასხვა მიზეზების გამო ვიწვნიეთ. ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ და დაცვის სტრუქტურაზეც ვიმუშავეთ. ადრეული გოლის გაშვებამ კი ყველაფერი შეცვალა.
ძირითად შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იყო, მომენტიც ბევრი გვქონდა, მაგრამ რაღაც სიტუაციებში არ გაგვიმართლა.
საქართველომ გამოავლინა თავისი ძალა და ბრძოლისუნარიანობა. ისინი გამოვიდნენ მოედანზე და ისტორია დაწერეს.
ჯგუფიდან გასულები ვიყავით, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მეტოქე არ დავაფასეთ. საქართველოს ნაკრებს კარგი ფეხბურთელები ჰყავს.
მამარდაშვილი 3 წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს, კვარაცხელია მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული დრიბლიორია, დაცვა და კონტრშეტევა ბრწყინვალე აქვთ და ამ საფრთხეებს მოველოდით.", - განაცხადა მარტინესმა.