სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, პლაჟის ფრენბურთში ბათუმმა პრესტიჟულ ტურნირს უმასპინძლა.
ბათუმის ბულვარის ქვიშის მოედანზე „შავი ზღვის ვარსკვლავების“ თასის გათამაშება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და გამარჯვებულები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლინდნენ.
აჭარის ღია პირველობაში ქვეყნის რამდენიმე რეგიონიდან ჩამოსული ფრენბურთელების გარდა, თურქი სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ტურნირის ჩატარების მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო.


















