როგორც მოგეხსენებათ, გიორგი მიქაუტაძემ გოლი ჯგუფური ეტაპის ორივე შეხვედრაში გაიტანა. იმ შემთხვევაში, თუ ის გაიტანს მესამე ტურშიც, ის ერთ საინტერესო რეკორდს გაიმეორებს. ევრო 1980-ის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც კონტინენტის პირველობაზე დაინერგა ჯგუფური ეტაპის სისტემა, ისტორიას ახსოვს სულ 8 მოთამაშე, რომლებმაც გოლი სამივე მატჩში გაიტანეს.
ესენი არიან - მიშელ პლატინი, ხრისტო სტოიჩკოვი, ალან შირერი, სავო მილოშევიჩი, რუდ ვან ნისტელროი, მილან ბაროში, კრიშტიანუ რონალდუ და გარეტ ბეილი. როგორც ვხედავთ, პორტუგალიასთან გოლის გატანის შემთხვევაში, ქართველი ფორვარდის სახით ლეგენდარულ სიას კიდევ ერთი წარმომადგენელი დაემატება.
აქვე დავამატებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლისთვის, საქართველოს პირენეელებთან მხოლოდ გამარჯვება სჭირდება. ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტები ამ დროისთვის 1 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.