მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის საკმაოდ საინტერესო გამოდგა.
ესპანეთის ნაკრებმა მატჩი თავიდანვე ბურთის კონტროლითა და დომინაციით დაიწყო და ისე ქნა, რომ მთელი თამაში უძლიერეს ფრანგ შემტევებს მომენტი არ შეაქმნევინა.
სამაგიეროდ, მომენტები თავად შექმნეს. იამალის მოპოვებულ პენალტს ოიარსაბალის გოლი მოჰყვა. ოლმოსა და პედრო პოროს კომბინაცია კი ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა.
ესპანეთის ნაკრებმა საფრანგეთი სრულად გაანეიტრალა, 2:0 გაიმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქე არგენტინასა და ინგლისს შორის გამარჯვებული იქნება.
საფრანგეთი - ესპანეთი 0:2
გოლები: ოიარსაბალი 22' პორო 58'














